რჩევები

როგორ ვიზრუნოთ კანზე თვითმფრინავში

თვითმფრინავის მშრალი გარემო კანს აშრობს და გამოფიტულს ხდის. ჩვენ წარმოგიდგენთ რჩევებს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად და სახის კანის გასაჯანსაღებლად.

წყალი, წყალი და წყალი

თვითმფრინავში არსებული ჰაერი ჰერმეტულია და ტენი ძალიან დაბალია. ამას ნეგატიური ეფექტი აქვს თქვენს კანზე. დაუთმეთ დრო წყლის მიღებას იქამდეც, სანამ აეროპორტში მიხვალთ. ეცადეთ ფრენამდე დალიოთ 1 ბოთლი მაინც. თუ ბორტზე საკუთარ წყალს არ აიტანთ, შეიძინეთ ის ბორტგამცილებლებთან.

წაიღეთ სახის გამწმენდი ქსოვილი

თუ თვითმფრინავში ძილს აპირებთ, გაიწმინდეთ კანი დაძინებამდე. ფრენა შესრუტული ბაქტერიების რისკს ზრდის, რადგანაც ისინი ყველგან არიან: სკამებზე, მაგიდებზე, ჟურნალებზე… ფორების გასაწმენდად წაიღეთ სველი ან მშრალი სუფთა ხელსახოცი.

იქონიეთ პატარა დამატენიანებელი

კაბინის დაბალი ტენიანობის გამო, კანის დატენიანება აუცილებელია. წაისვით ის ფრენის დროს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ. გამომშრალი კანი გამონაყარს აჩენს. სასურველია, დამატენიანებელი პროდუქტი ვიტამინ E-ს შეიცავდეს.

არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი

სამწუხაროდ, თვითმფრინავის ფანჯრები ვერ გვიცავენ მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან. მაღალ სიმაღლეებზე მზე კანზე უარყოფითად მოქმედებს. კვლევების მიხედვით, პილოტებში 25%-ჯერ მეტია კანის კიბოს გაჩენის შანსი. წაიღეთ პატარა ზომის მზისგან დამცავი საშუალება, მითუმეტეს მაშინ, თუ გრძელი ფრენა გაქვთ.

მოგზაურობისას თან იქონიეთ საკუთარი, გამოცდილი პროდუქტები

ყველას გვაქვს პროდუქტები, რომლებიც ჩვენს კანს არ აღიზიანებენ. ჩააწყვეთ ისინი პატარა კონტეინერში და დაიცავით საკუთარი კანი მაქსიმალურად.

შეისხით წყლის სპრეი

ეს კიდევ ერთი კარგი ვარიანტია, იმისათვის, რომ კანი არ გამოგიშრეთ.

ეცადეთ არ შეეხოთ სახეს

ადამიანი ერთი საათის მანძილზე დაახლოებით 18-ჯერ ეხება საკუთარ სახეს. თვითმფრინავში არსებული ბაქტერიების გამო კი ამ ქმედებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. სახის კანის შეხებამდე, ხელები დაიმუშავეთ.

მიირთვით კარგად

ცხიმით სავსე საკვები კანის დეჰიდრატაციას იწვევს. უმჯობესია, რომ თვითმფრინავში ჯანსაღი საკვები მიირთვათ: ვაშლი, ქლიავი და ქიშმიში. ეცადეთ არ მიიღოთ ბევრი მარილი და ცხიმი. ამიტომაც, ხილი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

არ დაგავიწყდეთ ხელის კრემი და ტუჩის ბალზამი

სახე არაა ერთადერთი ადგილი, რომელსაც ფრენის დროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეცადეთ თან იქონიოთ ხელის და ტუჩის დამატენიანებელიც.

საინტერესო ფაქტები თვითმფრინავის შესახებ