რჩევები

დაკარგული ბარგი: რა უნდა გააკეთოთ თუ ავიახაზებმა ბარგი დაგიკარგეს

ხანდახან თვითმფრინავით მგზავრობისას, ბარგი იკარგება და სასურველია იცოდეთ თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ დროს. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალში ლოდინისას თქვენი ბარგი არა და არ გამოჩნდა, გარკვეულ ზომებს უნდა მიმართოთ.

პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ:

  • დარწმუნდით რომ ბარგი ნამდვილად დაიკარგა. ხანდახან ბარგის გამოსვლა უბრალოდ გვიანდება. საჭიროა დაიცადოთ 45 წუთი მაინც. შეამოწმეთ გვერდითა კონვეიერებიც.
  • მიაკითხეთ იმ ავიახაზების ბარგის დახლს, რომლითაც შეასრულეთ ბოლო ფრენა.
  • შეატყობინეთ აგენტს დაკარგული ბარგის შესახებ.
  • შეავსეთ განაცხადი დაკარგულ ბარგზე,
  • წარმოადგინეთ ადგილობრივი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, რათა ავიახაზებმა ბარგი მოგიტანონ.
  • გამოართვით საკონტაქტო ნომერი და თქვენი ბარგის ნომერიც.
  • იკითხეთ რა ანაზღაურდება ავიახაზების მიერ.
  • მოითხოვეთ ერთჯერადი ნივთების ჩანთა და საჭირო ხარჯების კომპენსაცია.
  • თანხმობის შემთხვევაში იყიდეთ საჭირო ნივთები და მიუტანეთ ქვითრები.
  • თუ გყავთ სადაზღვევო კომპანია, დაურეკეთ მას.

აუცილებლად გაესაუბრეთ ავიახაზების დახლს!

რაც არ უნდა გეჩქარებოდეთ დანიშნულების ადგილზე, მეილის გაგზავნას სჯობს რომ პრობლემა აეროპორტშივე, ადგილზე დააფიქსიროთ. შესაძლოა აგენტმა მოგცეთ სერვისის ნომერი, რომელზეც უნდა დარეკოთ. თუ კონკრეტული ავიახაზების დახლი აეროპორტში არაა, მიაკითხეთ მომხმარებელთა მთავარ სერვის-დახლს.

დასვით სწორი შეკითხვები

ზოგადად, ავიახაზები ბარგს უფასოდ გიბრუნებენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი რაიმე სახის მოსაკრებელს ითხოვს. შეეკითხეთ ავიახაზებს ამის შესახებ. ასევე, იკითხეთ ფარავენ თუ არა ისინი საჭირო ხარჯებს იმ აუცილებელ ნივთებზე, რომლებიც დროებით დაკარგეთ. ზოგიერთი მათგანი ჰიგიენურ პროდუქტებს ანაზღაურებს.

დარეკეთ სადაზღვევო კომპანიასთან

შემდეგი ნაბიჯი სადაზღვევო კომპანიაა თუ ის დაკარგულ ბარგსაც ფარავს. გაარკვიეთ რა პროცედურების გავლაა მათთან საჭირო. საბედნიეროდ, ბარგის დაზღვევა ყველა შემთხვევაში აგინაზღაურებთ დანაკლისს. ჩანთის დაკარგვის შემთხვევაში ისინი კომპენსაციას გადაგიხდიან, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში საჭირო ნივთებით უზრუნველყოფას მოახდენენ.

შეამოწმეთ სადაა თქვენი ბარგი

ჩანთის ადგილმდებარეობის შემოწმება ავიახაზების აპლიკაციით შეგიძლიათ ან მათ საიტზე. Apple-ს აქვს AirTag მოწყობილობაც, რომელიც ბარგში უნდა მოათავსოთ და შემდეგ ტელეფონით მის კონტროლს შეძლებთ. ასე, ავიახაზებსაც უმარტივდებათ თქვენი ჩანთის პოვნა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბარგის დაკარგვა:

  • ეცადეთ იფრინოთ გადაჯდომის გარეშე. ბარგი ძირითადად ერთი რეისიდან მეორეზე გადასვლის მომენტებში იკარგება. ასე, რომ პირდაპირი ფრენით, ბარგის დაკარგვის რისკებს მინიმუმამდე დაიყვანთ.
  • ეცადეთ ჩალაგდეთ მსუბუქად. გადატენილი ჩანთა ხშირად დამატებითი შემოწმების საგანი ხდება, რაც მისი დაკარგვის შანსებსაც ზრდის. ჩვენ გირჩევთ ბარგის სწორად ჩალაგების ხერხებს.
  • გადაუღეთ ფოტოები ჩალაგებულ ბარგს შიგნიდან და გარედან, რათა დაკარგვის შემთხვევაში პოვნა გაადვილდეს.
  • შეიძინეთ დაზღვევა, რომელიც ბარგის დაკარგვასაც ანაზღაურებს.
  • თუ საზღვარგარეთ ახალ ნივთებს შეიძენთ, შეინახეთ მათი ქვითრები, რათა დაამტკიცოთ ფინანსური ზარალი რომელიც ბარგის დაკარგვით მიიღეთ.