რა უნდა ქნათ თუ თქვენი ფრენა გაუქმდა?
ავიახაზები ათასობით ფრენას აუქმებენ, რაც ბევრი მგზავრისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. ამ არასაიმედოობის პერიოდში რა შეუძლიათ მგზავრებს? ჩვენ ამ სიტუაციის გარშემო რჩევებს შემოგთავაზებთ.
ჩვენ კომპანიები ყველა კუთხით უნდა “შევაწუხოთ”. შემდეგ კი გეგმა “ბ”-ს მივმართოთ. ხანდახან მარტივ გადაწყვეტას მიაგნებთ, თუმცა ხანდახან, კომპლექსური საკითხი უფრო კომპლექსურ მიდგომას ითხოვს. მოდით უფრო ვრცლად გავერკვეთ.
პირველ რიგში, ჩადექით სხვა მგზავრებთან ერთად რიგში და დაიცადეთ. აეროპორტის დატოვებას არ გირჩევთ, მითუმეტეს მაშინ თუ სასურველ ადგილას ჩაფრენა აუცილებლად გესაჭიროებათ. როგორც წესი, ავიახაზები თანხის დაბრუნებას მოგვიანებით მაინც ანხორციელებენ, თუმცა თუ ქორწილში მიდიხართ ან გადაუდებელი საქმე გაქვთ, ეს დიდად ვერ დაგეხმარებათ. არსებობს რეისების ლიმიტირებული რაოდენობა და როგორ უნდა მოხვდეთ მათზე? უნდა დაიცადოთ!
როდესაც, რამდენიმე ფრენა უქმდება, ავიახაზები ცდილობენ მგზავრები უახლოეს რეისებზე გაუშვან. ხანდახან, ეს მაშინვე ხდება და თქვენთვის ფაქტობრივად არაფერი იცვლება. მაგრამ, მასიური გაუქმების დროს შესაძლოა მომავალ რეისებზე ადგილები არ იყოს. დაელოდეთ თქვენ რიგს და აუხსენით რატომ უნდა მოხვდეთ უახლოესი რეისის ლიმიტირებულ ადგილებზე. 100%-იანი გარანტია რა თქმა უნდა არ არსებობს, თუმცა ცდად და თხოვნად ნამდვილად ღირს.
შემდეგი ნაბიჯი, ავიახაზების ცხელ ხაზზე დარეკვაა. კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტები ეცდებიან თქვენი თხოვნა დაკმაყოფილდეს.
მესამე ეტაპი ავიახაზების ტვიტერის გვერდის ნახვაა. ზოგიერთი კომპანიის სოციალური ქსელები მომხმარებლებთან სწრაფად რეაგირებენ. მათ ჰყავთ სოციალური მედიის ჯგუფი, რომლებიც მგზავრების კმაყოფილებაზე ზრუნავენ. გირჩევთ დაწეროთ ზრდილობიანი ტვიტი, რათა კომპანიას მოქმედებისკენ მოუწოდოთ.
იყავით კეთილი და მომთმენი ავიაკომპანიის გუნდთან. ჰკითხეთ მათ სასტუმროს ან საკვების ვაუჩერების შესახებ, რომლებიც გეკუთვნით. ხანდახან ისინი ამას უკითხავად გთავაზობენ, თუმცა თუ რეისის გაუქმების გამო, დიდი პრობლემის წინაშე დადგნენ, შესაძლოა ამისთვის ვერ მოეცალათ.
საბოლოოდ, მიწერეთ კომპანიას იმეილი თქვენი ფრენის გაუქმების შესახებ, რეისის დეტალებით და იმის აღწერით თუ როგორ დაზარალდით გეგმების ჩაშლით. შესაძლოა მათ გამო გამოტოვეთ ოჯახური დღესასწაული ან ვერ დაეხმარეთ ავადმყოფ მეგობარს. კომპენსაციის მიღებას ხანდახან თვეები სჭირდება, თუმცა სი სამომავლოდ მაინც გამოგადგებათ.
ფრენის უეცარ გაუქმებასთან დაკავშირებული უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც ფრენის გაუქმებასაც ფარავს ან შეიძინეთ დამატებითი შემდეგი დღის ბილეთი ყოველი შემთხვევისთვის, რომელსაც პირველი წარმატებული ფრენის შემდეგ უკან დააბრუნებთ.