რა უნდა იცოდეთ დაგვიანებული რეისების შესახებ
გზაზე ყოფნის დროს ხანდახან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. დაკარგული ბარგი, გადადებული რეისი, ტურისტული თაღლითობები – არსებობს ნიუანსები, რასაც თქვენი მოგზაურობის გაფუჭება შეუძლია. ამჯერად, ფრენის დროის გადაწევაზე ვისაუბრებთ, რაც განსაკუთრებით არასასიამოვნოა მაშინ, თუ ცოტა გეძინათ, მოგზაურობამ გადაგღალათ და სახლში დაბრუნება აეროპორტის კედლებში ყოფნით იწელება.
რატომ შეიძლება დაგვიანდეს ფრენა?
ამინდი
ეს რეისის დაგვიანების ყველაზე კლასიკური მიზეზია. ფრენა შეიძლება გადაიწიოს იმის გამო, რომ კონკრეტული აეროპორტის სიახლოვეს შტორმი მოხდა ან ცუდი ამინდისგან გამოწვეული პრობლემებისგან თავის ასარიდებლად, პილოტები ცის გაწმენდას უცდიან.
ამინდის პრობლემები ავიახაზების კონტროლს არ ექვემდებარება, შესაბამისად ისინი არ არიან ვალდებულნი მგზავრების წინაშე კომპენსაცია გაწიონ. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ ამის გაკეთება, თუ ფრენა ჯერ თავიანთი მიზეზით დააგვიანეს და შემდეგ ამინდიც გაფუჭდა.
ტექნიკური და მექანიკური პრობლემები
ეს შეიძლება იყოს თვითმფრინავის გაუმართაობის პრობლემა, პირველადი დახმარების ნივთების დანაკლისი, ბარგის ჩალაგების ხარვეზი, საწვავის ან საკვების ვერ შევსება და სხვა. ტექნიკური დაგვიანება კი ნამდვილად ავიახაზების პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში ისინი სპეციალურ ვაუჩერებს შემოგთავაზებენ.
ეკიპაჟის დასვენება
ამ მიზეზით რეისი იგვიანებს მაშინ, როცა პილოტებს და ბორტგამცილებლებს ფრენებსა და სამსახურის პასუხისმგებლობებს შორის არ ჰქონიათ მათთვის განკუთვნილი დასასვენებელი დრო. სპეციალურად გამოყოფილი დროის ათვლა თვითმფრინავის გაჩერების და კარების გაღების მომენტში იწყება და მეორე დღეს, აეროპორტში მისვლით მთავრდება. ამ დროსაცაა პასუხისმგებელი კომპანია აანაზღაუროს მგზავრების ლოდინის დრო.
თუ თქვენი ფრენა ბოლო ორი პუნქტის ქვეშ გაერთიანებული მიზეზებით დაგვიანდა, თქვენ სრული უფლება გაქვთ ავიაკომპანიას თანხა მოთხოვოთ. სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მოგზაურებისთვის აუცილებელია, თუმცა თუ ეს ვერ მოახერხეთ ან თქვენი დაზღვევა ფრენის გადადებისთვის კომპენსაციას არ წევს, თავად ავიახაზებს ან შუამავალ კომპანიას უნდა მიმართოთ.
მას Airhelp ჰქვია.
2013 წელს შექმნილი ეს ორგანიზაცია, ევროკავშირის ქვეყნებში დაგვიანებული და გაუქმებული რეისების გამო კომპენსაციის მიღებაში უკვე 20 მილიონამდე ადამიანს დაეხმარა. თანხის მიღებას შესაძლოა 3-4 თვეც დასჭირდეს, თუმცა თქვენ მხოლოდ პატარა სპეციალური ფორმის შევსებას გთხოვენ.
მოკლედ, თუ ევროპაში მოგზაურობთ და ფრენასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, Airhelp-ის გავლენა გამოიყენეთ. კომპენსაცია დაგვიანებული ან გაუქმებული რეისების გამო, 300-დან 700 დოლარამდე მერყეობს.
- დაგვიანების შემთხვევაში, ისინი ანაზღაურებენ ფრენის დროიდან მინიმუმ 3 საათით დაგვიანებულ რეისებს.
- ხოლო გაუქმების შემთხვევაში, თუ ეს ფრენამდე 14 დღის განმავლობაში მოხდა და ავიაკომპანიამ არანაირი ალტერნატივა არ შემოგთავაზათ.
როგორ უნდა შეავსოთ განაცხადი? უბრალოდ ეწვიეთ AirHelp.com-ს და შეავსეთ თქვენი ფრენის და ჩასასხდომი ბილეთის დეტალები. ეს მხოლოდ 2 წუთს წაგართმევთ. საიტი მაშინვე გეტყვით დააკმაყოფილებს თუ არა თქვენს განაცხადს. აღსანიშნავია, რომ დროში შეზღუდული არ ხართ და შეგიძლიათ ეს სახლში დაბრუნების შემდეგ გააკეთოთ. მთავარია შეინახოთ თქვენი ბილეთი.
განაცხადის გაკეთება უფასოა. Airhelp ითხოვს თანხას მხოლოდ მაშინ თუ თქვენი კომპენსაციის მიღება შეძლო და თავის პროცენტსაც სწორედ ამ კომპენსაციის თანხიდან აიღებს.
დიდი შანსია, რომ კომპენსაცია მიიღოთ იმ შემთხვევაში თუ ადგილზე სამი საათის და მეტის დაგვიანებით ჩახვედით და ფრენა ევროპიდან ან ევროპის მიმართულებით განხორციელდა.
ავიახაზების კომპანიები დაგვიანებაზე პასუხისმგებლები არიან, არ აქვს მნიშვნელობა უკვე გადმოგცეს თუ არა საკვების ან რაიმე სახის სამგზავრო ვაუჩერები. მათ კომპანსაციის გადახდა მაინც ევალებათ.
შეგიძლიათ კომპენსაცია პირდაპირ თქვენი ავიახაზების კომპანიასაც მოსთხოვოთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამისთვის ურთულეს პროცედურებს ითხოვს და თქვენგან ბევრი დროის და ენერგიის დათმობას საჭიროებს. თუ ამისთვის მზად ხართ, მაშინ შესაძლოა კომპენსაციის 100% მიიღოთ.
შემდეგში, როცა თქვენი ფრენა გაუქმდება ან დაგვიანდება, მხოლოდ ვაუჩერს არ დაჯერდეთ!