5 ხრიკი თვითმფრინავით ბიუჯეტურად მგზავრობისთვის
თვითმფრინავით მგზავრობა ბევრ დროს გვაზოგინებს და ათასობით კილომეტრს კომფორტულად გვაფარინებს, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს სიამოვნება იაფი არაა და მისით აღარც ინტერესდება. მაგრამ დღეს, ბიუჯეტურად მგზავრობა უკვე შესაძლებელია და ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს. თქვენ მაშინაც კი დაზოგავთ ფულს თუ ამ ტრანსპორტს რეგულარულად აირჩევთ.
1. შეისწავლეთ დაგვიანებული და გაუქმებული რეისების კომპენსაციის შესახებ
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა, სტრესის მომგვრელია. ამ სიტუაციის გამო შესაძლოა მეტის დახარჯვა მოგიწიოთ; მოგიხდეთ ახალი ბილეთის შეძენა და ღამის დამატება სასტუმროში.
აუცილებლად შეისწავლეთ წინასწარ ფრენის დაგვიანების ან გაუქმების კომპენსაციის შესახებ, რათა იცოდეთ თქვენი უფლებები თუ სად და როგორ მოითხოვოთ ანაზღაურება. კომპენსაციის ფასები ავიახაზების მიხედვით იცვლება.
2. ნუ იმოგზაურებთ სეზონზე
სეზონის პიკში მოგზაურობის დაგეგმვით უფრო მეტი ხარჯი გექნებათ, ვიდრე არასეზონურად. სამოგზაურო ინდუსტრია მოგზაურების სიმრავლის გამო ფასებს გაცილებით ზრდის.
აირჩიეთ წლის მშვიდი პერიოდები. მაგალითად, ჰავაის მსგავს კურორტებზე, მოგზაურობის დაჯავშნა აპრილის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდეა გონივრული.
3. იმოგზაურეთ კვირის დღეებში
გავრცელებული პრაქტიკით, უიქენდებზე უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობს, ვიდრე სამუშაო დღეებში. კვირის ბოლო და დღესასწაულები ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე კვირის ჩვეულებრივი დღეები.
სკოლები, უნივერსიტეტები და ბევრი ოფიციალური სამსახური შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში დაკეტილები არიან, ასე რომ, ამ დროს ტურისტულ ადგილებში ადგილობრივებიც ჭარბობენ. თვითმფრინავის ბილეთის შეძენას სამშაბათს ან ოთხშაბათს გირჩევთ. ამ დროს ის უფრო იაფია.
4. ჩაბარგდით მსუბუქად
თვითმფრინავით ფრენის დროს, ბიუჯეტზე თქვენი ბარგის სიდიდეც ახდენს გავლენას. აუცილებლად გაარკვიეთ რა ზომის ჩანთა გეკუთვნით შეძენილი ბილეთის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიახაზები დამატებით ფულს მოგთხოვენ.
გირჩევთ იმგზავროთ მხოლოდ ხელბარგით და წაიღოთ მინიმალური რაოდენობის ტანისამოსი და ნივთი. ყველაზე მძიმე და დიდი სამოსი ფრენის დროს ჩაიცვით.
5. ისარგებლეთ იაფი ავიახაზებით
დღეს მსოფლიოში უამრავი ავიახაზების კომპანია ოპერირებს. თუმცა, თუ თქვენი პრიორიტეტი ბიუჯეტურად მგზავრობაა, იაფ ვარიანტებზე შეაჩერეთ არჩევანი. ისარგებლეთ ჩვენი საიტით იაფი ფრენების სანახავად და ავიახაზების ფასების შესადარებლად: მფრინავი.ge
გამოიყენეთ ფუნქცია: მაჩვენე თვის კალენდარი და შეარჩიეთ დღე, როცა ავიაბილეთები ყველაზე იაფია.
ვინ თქვა, რომ ფრენა ძალიან ძვირია? მიყევით ჩვენს რჩევებს, მოგვმართეთ და შეძლებთ დაისვენოთ საყვარელ ადგილას თქვენთვის სასურველი ბიუჯეტით.