ბორტგამცილებლები გვირჩევენ: რა არ უნდა ჩავიცვათ თვითმფრინავში
ადამიანები, რომელთა სამსახურიც ფრენაა, გვარწმუნებენ, რომ შეგვიძლია გამოვიყურებოდეთ მოდურად და ამასთანავე, კომფორტულადაც ვიმგზავროთ.
ფრენისთვის ჩაცმულობის შერჩევა ისეთივე კომპლექსური შეიძლება იყოს, როგორც ის, თუ რა უნდა წავიღოთ. გსურთ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ და ამასთანავე მგზავრობის დროს დისკომფორტი არ შეგექმნათ?
მოტკეცილი შარვლები X
თვითმფრინავში სივრცე ისედაც შემჭიდროვებულია, ასე რომ ნუ დაიმატებთ მეტი შებოჭილობის განცდას. ვიწრო ჯინსების ადგილი ბორტზე არაა. ატარეთ თავისუფალი სტილის შარვლები.
“მსუნთქავი” მაისურები ✔
ჩაიცვით ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებული ტოპები თუ მაისურები, როგორებიცაა: ბამბა, აბრეშუმი, შალი ან ტილო. ისინი ჰაერს ატარებენ. უარი თქვით სინთეტიკაზე და ხელოვნურ ქსოვილებზე, ისინი ადვილად აოფლიანებენ სხეულს.
კომპრესიული წინდები ✔
დიდხანს ჯდომისგან სისხლის მოძრაობა იკუმშება და ფეხები სივდება. კომპრესული წინდები ამ პრობლემებს აღმოფხვრიან. დღეს მათი მრავალფეროვანი არჩევანია და მოდურადაც ითვლებიან.
კარდიგანები ✔
თვითმფრინავში მოსაცმელის წაღება აუცილებელია. არასდროს იცით, დაგცხებათ თუ შეგცივათ, ამიტომაც მსუბუქი კარდიგანი მშვენიერი არჩევანია. ამასთან, ბარგში ადგილსაც დაზოგავთ. თუმცა, ნუ ჩაიცმევთ გაბერილ, დიდი ზომის ქურთუკებს.
გრძელი, მოტკეცილი კაბები X
ბორტგამცილებლები ვიწრო კაბების და ქვედაბოლოების ჩაცმას არ გვირჩევენ, მაგრამ ზოგიერთი მოქსოვილი კაბა გრძელი, თუმცა კომფორტულია.
კომფორტული ფეხსაცმელი ✔
ბორტგამცილებლები თანხმდებიან, რომ თვითმფრინავში ჩასაცმელი საუკეთესო ფეხსაცმელი დაბალძირიანი ფეხსაცმელია. თუმცა, თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ამჯობინებთ, მაშინ მთლიან ძირზე ჩაიცვით. ასევე, გირჩევთ არ ჩაიცვათ ჩუსტები ან ღია ფეხსაცმელი, რადგანაც ხალხმრავლობაში ვინმემ თითებზე არ დაგაბიჯოთ.
თავსაბურავი ან კაშნე ✔
რაიმე სახის შემოსახვევი თქვენს ლუქს უფრო გამორჩეულს ხდის და ამასთან, გაძლევთ საშუალებას ფრენის დროს ის დასაფარებლად ან ბალიშად გამოიყენოთ.
დიდი ზომის სპორტულები ან პიჟამოს სტილის სამოსი ✔
თუ ფრენა ღამით გაქვთ, მიყევით ახალ ტრენდს და მოირგეთ პიჟამოს სტილი.ამ ხერხს ვარსკვლავები ხშირად მიმართავენ.
სამკაულები და დიდი აქსესუარები X
რკინის საგნები თქვენი შემოწმების პროცესს ძალიან გააჯანჯლებს. ისინი დისკომფორტს შეგიქმნიან თვითმფრინავში კომფორტულად ჯდომისასაც. ფრთხილად იყავით საყურეებთანაც: ისინი შესაძლოა ადვილად გაგეხსნათ და დაგეკარგოთ.
არაკომფორტული ლიფი X
ბევრად თავისუფლად იგრძნობთ თავს თუ ლიფს ფრენის დროს საერთოდ არ ატარებთ. აუცილებლობის შემთხვევაში აირჩიეთ, კომფორტული, სპორტული ლიფები.
სუნამო X
გახსოვდეთ, რომ რამდენიმე საათით ბევრ ადამიანთან გაიყოფთ საერთო ჰაერს. ასე, რომ თქვენთვის საყვარელი სურნელი შესაძლოა სხვებისთვის არასასიამოვნო ან ალერგიული აღმოჩნდეს. პატივი ეცით სხვა მგზავრებს.