სად არის თქვენი ტრანსფერი?
მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა დაქირავებული მანქანაა, ე.წ. ტრანსფერი – აეროპორტიდან სასტუმრომდე და უკან. მოდი გავარკვიოთ რატომ ვერ ვიღებთ ამ მომსახურეობას დაჯავშნის და თანხის გადახდის შემთხვევაშიც კი და რა სირთულეებს აწყდებიან ტრანსფერის გამომგზავნი კომპანიები.
ჩემი დაჯავშნილი მანქანა გაუქმდა გაფრთხილების გარეშე. რატომ?
ბოლო დროს ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დაქირავებული მანქანის ადგილზე არ გამოცხადების გამო, მათი მფლობელი კომპანია უბრალოდ ბოდიშს იხდის და თანხას უკან აბრუნებს. თუმცა, არც სხვა კერძო პირები თუ კომპანიებში მომუშავე მანქანები არიან თავისუფალნი. შესაძლოა ვინმე დაგთანხმდეთ, თუმცა ასტრონომიულ ფასად.
რა ხდება ამ დროს? ხშირად მანქანის გაქირავების კომპანიებს იმაზე მეტი მანქანა ეჯავშნებათ ვიდრე რეალურად ჰყავთ. როგორც წესი, მათ შეუძლიათ მიიღონ იმაზე მეტი ჯავშანი, ვიდრე რეალურად იქნება გამოყენებული. ჯავშნის გაკეთების დროს, არაა სავალდებულო ეს საკრედიტო ბარათით გააკეთოთ, ამიტომაც ადამიანები ხანდახან უფასოდ დაჯავშნილ მანქანებს არც იყენებენ.
ჩვენ გირჩევთ, რომ ტრანსფერის შემოთავაზებები იხილოთ მაშინ, როცა თვითმფრინავის ბილეთებს ყიდულობთ და არა მას შემდეგ, რაც ფრენას და სასტუმროს ჯავშანს გააკეთებთ. სჯობს დაქირავებული მანქანა შეთანხმებაში იყო ფრენასთან და ადეკვატური იყოს მისი ფასი.
აუცილებელია სწორად შეარჩიოთ დაქირავებული მანქანის კონკრეტულ აეროპორტში მოსვლის დრო. თუ დაგაგვიანდებათ, დიდი ალბათობით, მანქანა აღარ დაგხვდებათ. როგორც წესი, ტრანსფერი დიდხანს არ იცდის. ამ დროს ისინი მანქანას სხვა მგზავრებზე აქირავებენ.
როდის უნდა დაჯავშნოთ ტრანსფერის მომსახურეობა?
დროის შერჩევისას, გაითვალისწინეთ იმ ქვეყნის სასაათო ზოლი, სადაც მიფრინავთ. გაითვალისწინეთ მეტი დრო ჩაფრენის მომენტიდან, რათა ნაკლებად დაისტრესოთ გაუთვალისწინებელი დაგვიანებების გამო. დაჯავშნილზე ადრე უფრო მარტივად მიიღებთ მანქანის მომსახურეობას, ვიდრე გვიან.
გაითვალისწინეთ 45-60 წუთი სავარაუდო დაფრენის დროიდან მანქანის მოსვლის დრომდე. თუ მხოლოდ ხელბარგი გაქვთ, ნახევარი საათიც საკმარისი იქნება.
მეტი დრო უნდა გაითვალისწინოთ, თუ:
- ქირაობთ მანქანას დიდ აეროპორტში. (მაგალითად, ათათურქის აეროპორტი იმდენად დიდია, რომ შესაძლოა გარეთ გასვლამდე დიდი დრო დაგჭირდეთ)
- ქირაობთ მანქანას დატვირთულ სეზონზე. (ამ დროს პასპორტ კონტროლზე და ბარგის განყოფილებაში შესაძლოა დიდი რიგი იყოს)
- თუ გაქვთ ჩაბარებული ბარგი. (ბარგის გამოსვლას ხანდახან მეტი დრო სჭირდება და ხანდახან ლოდინი გვიწევს)
- მოგზაურობთ ბავშვებთან ერთად.
შეგიძლიათ შეცვალოთ დაჯავშნილი მანქანის მოკითხვის დრო?
დიახ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, ონლაინ. თუ ფრენამდე 48 საათია დარჩენილი, ამას ვეღარ გააკეთებთ. თუ Rentalcars.com-ს იყენებთ, შესაძლოა დროის შეცვლის გამო ტარიფი შეიცვალოს. ამასთანავე, ჩვენ რეკომენდაციის სახით გირჩევთ, რომ დაამატოთ თქვენი ფრენის ნომერი მანქანის დაჯავშნისას. ისინი ხედავენ ფრენის დროის ცვლილებებს და გაითვალისწინებენ.
თუ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ხვდებით, რომ გაგვიანდებათ, კლიენტთა მხარდაჭერის გუნდს უნდა მიმართოთ. ისინი შეგიცვლიან ჯავშნის დროს.
რამდენ ხანს გვიცდის ტრანსფერის მანქანა? როგორც წესი, დაცდის დრო 30 წუთიდან 2 საათამდე მერყეობს გააჩნია, გამოჩნდება თუ არა ამ დროში სხვა თქვენ მაგივრად.
თუ დაგაგვიანდათ და თქვენი ტრანსფერის კომპანია არ გპასუხობთ ან თავისუფალი მანქანა აღარ ჰყავს, მოძებნეთ ახლოს მდებარე კომპანიები, შესაძლოა მათ მოახერხონ თქვენი ტრანსპორტირება.