რჩევები

მოქმედებს თუ არა ალკოჰოლი უფრო ძლიერად თვითმფრინავში?

1 ჭიქა თვითმფრინავში იგივეა რაც ორი ჭიქა ხმელეთზე? გავრცელებული მითის მიხედვით, ალკოჰოლი თვითმფრინავში უფრო მეტად გვათრობს. მაგრამ, მართალია თუ არა ეს? წარმოგიდგენთ ექიმების ნააზრევს.

როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავში სიმთვრალის გასამართლებლად სიმაღლეს ვერ დავადანაშაულებთ. ჩვენ ნამდვილად არ ვთვრებით უფრო სწრაფად ღრუბლებში! ალკოჰოლის დონე იქ იგივენაირად იზრდება, როგორც ხმელეთზე. ჰერმეტული თვითმფრინავი ოქსიგენის ადეკვატურ მიმოსვლას უზრუნველყოფს და მასში სიმაღლის კომპონენტი იგივენაირადაა, თითქოს მთაში იყოთ.

მაგრამ, რატომ გრძნობთ თვითმფრინავში ხანდახან თავს უფრო შეზარხოშებულად 1 ჭიქის შემდეგ, მაშინ როცა 1 ჭიქა როგორც წესი, არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენზე? მოგზაურობის სხვა ფაქტორია თქვენი ინტოქსიკაციის დონე. ის, რაც მგზავრობის დროს გავლენას ახდენს ალკოჰოლის შემადგენლობაზე, სიმთვრალეზე და თქვენს ქცევებზე, დეჰიდრატაციაა. როცა იცვლით თქვენს ტიპურ დღის რუტინას და თვითმფრინავის დაბალ ტენიანობაში ხვდებით, დეჰიდრატაცია მთავარი ფაქტორი ხდება.

მოკლედ, თუ თქვენ დაღლილი და გაუწყლოებული ხართ, ალკოჰოლი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ამ განცდებს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მაღლა იმყოფებით – ეს არის მიზეზი მგზავრობის შემდგომ, ხმელეთზე დალევის შემდეგ გამოწვეული ჰიპერაქტიურობისაც.

მაინც გსურთ, რომ დატკბეთ თვითმფრინავში სასმლით? მაშინ გირჩევთ დალევამდე რაიმე მიირთვათ და თითოეულ ჭიქა ალკოჰოლს ერთი ჭიქა წყალი მიაყოლოთ. აირჩიეთ არაგაზიანი ალკოჰოლი, უარი თქვით ლუდსა და შუშხუნა ღვინოზე, რადგანაც ბუშტებმა შესაძლოა შებერილობა გამოიწვიოს და თავი უსიამოვნოდ იგრძნოთ.

10 ჭკვიანური ხერხი ფრენის დროს ცუდად გახდომის თავიდან ასაცილებლად