რჩევები

ჩასხდომის ეტაპები და რჩევები: როგორ ვიმგზავროთ თვიმფრინავით

თუ ფრენის გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, ჩასხდომის პროცესი ცოტა დამაბნეველი შეიძლება იყოს. თუმცა, ის აღარ მოგეჩვენებათ ისეთი რთული როცა შეეჩვევით თუ როგორ მუშაობს ყველაფერი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით ყველა ეტაპს:

1: დაადასტურეთ თქვენი ფრენა 24 საათით ადრე ონლაინში

თქვენ შეგიძლიათ სახლიდანვე შეამოწმოთ თქვენი ფრენა გაფრენამდე 24 საათით ადრე. ზოგიერთი ავიაკომპანია საშუალებას გაძლევთ ონლაინ დაჩექინდეთ კიდეც. ასევე, შეგიძლიათ ამოაპრინტეროთ შეძენილი ბილეთი, იმისათვის რომ თავი აარიდოთ რიგებს.

ამგვარად, იმ შემთხვევაში თუ თქვენი ფრენა გადაიდო ან დრო შეიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ დააზუსტებთ.

2: მიდით აეროპორტში ისე, რომ ბევრი დრო გქონდეთ

როდესაც უკვე რამდენიმე ფრენა გექნებათ გამოცდილი, შეგიძლიათ აფრენამდე ბევრი თავისუფალი დრო აღარ მოიტოვოთ. მაგრამ, პირველი თუ მეორე ფრენის დროს სჯობს, რომ აეროპორტში ადრიანად გამოცხადდეთ. გირჩევთ, რომ ფრენის დრომდე 2 საათით ადრე მაინც მიხვიდეთ.

3: მიიღეთ თქვენი ბილეთი

საჭიროა, რომ ონლაინ ნაყიდი ბილეთი რეალურ ბილეთად აქციოთ. მიუახლოვდით ოპერატორებს, მიაწოდეთ თქვენი პასპორტი და ონლაინ ბილეთი, ამის შემდეგ ისინი მოგაწვდიან ჩასასხდომ ბილეთს და ჩაიბარებენ თქვენს ბარგს.

4: წაიკითხეთ წესები თუ რისი გადატანა არ შეგიძლიათ ხელჩანთით

იმისათვის, რომ დრო დაზოგოთ, სწრაფად შეგამოწმონ და გარკვეული ნივთების გადაყრა არ მოგიწიოთ, აუცილებლად გაარკვიეთ რისი ატანაა შეზღუდული თვითმფრინავში.

5: გაიარეთ შემოწმება

ამ დროს გიწევთ გაიხადოთ ჟაკეტები, ქურთუკები და ფეხსაცმელები და ჩააწყოთ სპეციალურ ყუთებში, სანამ შემოწმებას გაივლით. ასევე, გირჩევთ არ გაიკეთოთ ქამარი, რათა დამატებითი დრო არ დახარჯოთ მის მოხსნასა და გაკეთებაზე. ასევე, სკანერში გასვლამდე უნდა დააწყოთ ლეპტოპი, მობილური გასაღები და ხურდა ფული.

თუ თქვენმა ბარგმა წარმატებით გაიარა სკანერი და პრობლემას არ წარმოდგენს, შეგიძლიათ აიღოთ თქვენი ნივთები და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. წიანააღმდეგ შემთხვევაში დაცვა ცალკე მაგიდასთან მოგიხმობთ და აკრძალულ ნივთებს ამოგაღებინებთ.

გახსოვდეთ, რომ სითხის გადატანა დასაშვებია მხოლოდ 100მლ-მდე.

6: მიდით თქვენს კართან

როცა შემოწმებას გაივლით, სასურველია, რომ მაშინვე მონახოთ თქვენი თვითმფრინავის შესასვლელი. დააკვირდით მონიტორებს, სადაც ყველა ფრენაა ჩამოწერილი კარების ნომრებით. ხანდახან, შესასვლელის ნომერი იცვლება და ყურადღებით უნდა იყოთ. შესაძლოა იცდიდეთ ერთ ადგილას, მაგრამ შემდეგ ეკრანზე კარების ნომერი შეიცვალოს და თქვენც სხვაგან გადანაცვლება მოგიწიოთ. იმისათვის, რომ საკმარისი დრო გქონდეთ, მუდამ აკონტროლეთ თქვენი ჩასხდომის ინფორმაცია.

როცა თქვენს კარებს იპოვნით და შეამჩნევთ, რომ დრო საკმარისად გაქვთ, შეგიძლიათ გახვიდეთ და რაიმე წასახემსებელი ან სასმელი შეიძნოთ, დაისვენოთ, საპირფარეშო იპოვნოთ და აშ.

სახლიდან გასვლისას დარწმუნდით, რომ ტელეფონი ბოლომდე გაქვთ დატენილი. აეროპორტში შეხვდებით დასატენ დახლებს, თუმცა როგორც წესი, ადგილი არასდროს არის.

7: ჩადექით რიგში და გაიარეთ ჩასხდომის სხვა პროცედურები

ჩასხდომამდე 30 წუთით ადრე, აეროპორტის თანამშრომელი თქვენს კარებთან მოვა და ფრენის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. თუ მექანიკური ან ამინდის პრობლემებია, ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ.

როცა აგენტი ჩასხდომას გამოაცხადებს, მშვიდად ჩადექით რიგში, თვითმფრინავი არ წავა იქამდე, სანამ კარებთან შეკრებილი ადამიანი ყველა არ ჩასხდება.

8: აჩვენეთ ბილეთი და ადით თვითმფრინავში

ბილეთი ჩვენების შემდეგ, უნდა გაიაროთ დერეფანი საიდანაც ან პირდაპირ მოხვდებით თვითმფრინავში, ან მოგიწევთ დაბლა ჩასვლა და თქვენს თვითმფრინავამდე მიმავალი ავტობუსი თვითმფრინავის კიბეებამდე მიგიყვანთ.

9: მოათავსეთ ხელბარგი სკამების მაღლა და დასხედით ზუსტად ბილეთზე მითითებულ ადგილას

თუ ფანჯარასთან სპეციალურად არ შეგიძენიათ ბილეთი, კარგად დააკვირდით თქვენს ნომერს, რათა არ შეუქმნათ სხვა მგზავრებს უხერხულობა თუ მათ ადგილზე დასხდებით. ასევე, თუ თქვენს ადგილას სხვა მგზავრი დაგხვდათ, არ მოგერიდოთ და მიუთითეთ მათ ამის შესახებ. შეგიძლიათ დაუძახოთ ბორტგამცილებელს.

სულ ეს არის! ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!