10 ჭკვიანური ხერხი ფრენის დროს ცუდად გახდომის თავიდან ასაცილებლად
არავის უნდა, რომ თვითმფრინავში ცუდად გახდეს და ხანდახან თვეობით ადრე დაგეგმილი მოგზაურობა უსიამოვნო შეგრძნებებით დაიწყოს. საპირფარეშო პატარაა, სალონი ხალხით სავსე და სუფთა ჰაერიც არ არის – ფრენა ორგანიზმისთვის მართლაც დისკომფორტს წარმოადგენს. თავის დასაზღვევად, ჩვენ რამდენიმე ხრიკს გთავაზობთ.
ფრენამდე ჯანსაღი საკვები მიირთვით
მნიშვნელოვანია გაფრენამდე კარგად მიირთვათ. თვითმფრინავში ცარიელი კუჭით ასვლა უსიამოვნო შეგრძნებების რისკს ზრდის. მაგრამ, გააჩნია იმასაც, თუ რას მიირთმევთ. თავი შეიკავეთ ცხარე, ცხიმიანი და მარილიანი საკვებისგან, ასევე ალოკოჰლისგან. მიირთვით მსუბუქი მაგრამ დამანაყრებელი საკვები მათ შორის კვერცხი და ტოსტი.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი მოგზაურობაში
ჰაერში ცუდად გახდომა ხშირად ფრენის შიშთანაა დაკავშირებული. მიმართეთ მედიტაციას იქამდე, სანამ თვითმფრინავში ახვალთ და შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ. წინა დღეს წარმოიდგინეთ თქვენი თავი აეროპორტში შესვლიდან დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე. ასე თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. ჩართეთ თვითმფრინავისთვის დამახასიათებელი ხმები ინტერნეტში ან დაათვალიერეთ ადგილები, სადაც აპირებთ მოგზაურობას. ამგვარად, პოზიტიურად განეწყობით და ცუდად გახდომის შანსი დაიკლებს.
დაარწმუნეთ საკუთარი თავი რომ კარგად ხართ
თუ უკვე თვითმფრინავში ხართ და შფოთვას გრძნობთ, საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ კარგად ხართ ნამდვილად დაგეხმარებათ. პირველ რიგში, გადაწიეთ სავარძელი მაქსიმალურად უკან, შემდეგ რამდენჯერმე მშვიდად ჩაისუნთქეთ. თუ ერთ რიტმში რამდენჯერმე ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ სხეული ტვინს გადასცემს ინფორმაციას, რომ კარგად ხართ.
ეცადეთ იყოთ გრილად
გაიხადეთ მოსაცმელი როცა გულისრევა შეგაწუხებთ. სიგრილე სხეულს დაეხმარება ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ჩართეთ ვენტილატორი თქვენ მაღლა, მისი საშუალებით თქვენს თავზე ჰაერი იმოძრავებს.
მოწუწნეთ ჯანჯაფილი ან პიტნა
ეს ორი პროდუქტი თქვენს მუცელს დააწყნარებს და გულისრევის შეგრძნებაც დაგიცხრებათ. ფრენის დროს ჯანჯაფილის ან პიტნის კანფეტის გაღეჭვა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგანაც გემრიელია და მუცელსაც დაგიმშვიდებთ. ანდაც, თხოვეთ ბორტგამცილებელს ჯანჯაფილის ლუდი.
მასაჟი
ცერა და საჩვენებელი თითებით დაიმასაჟეთ მაჯის შიდა ნაწილი. 5-10 წუთის შემდეგ ნამდვილად იგრძნობთ შვებას.
წყალი, წყალი, წყალი!
დარწმუნდით, რომ აფრენამდეც და ფრენის დროსაც ბევრ წყალს მიიღებთ. ეს დაგეხმარებათ არ განიცადოთ დეჰიდრაცია და გულისრევამ არ შეგაწუხოთ. თავი შეიკავეთ ყავისგან და გაზიანი სასმლისგან. ან დააყოლეთ იმდენივე წყალი რამდენ გაზიან სასმელსაც დალევთ.
თვალი ჰორიზონტზე გეჭიროთ
ეს მეთოდი სხეულს ნაკლებად მშფოთვარეს ხდის. სივრცის შორეული წერტილის ყურება, როცა თავად მოძრაობაში ვართ, გულისრევის შეგრძნებასაც ხსნის.
აირჩიეთ ადგილი სტრატეგიულად
ფანჯარაში ყურება ყურადღებას გადაგატანინებთ და ნაკლებად გაგხდით ცუდად. ამიტომაც, ეცადეთ შეიძინოთ ადგილი ფანჯარასთან. უმჯობესია, თუ ფრთებთან ახლოს ან თვითმფრინავის წინა მხარესთან დასხდებით. ასე თავს უფრო სტაბილურად იგრძნობთ. უკანა ნაწილში რხევები უფრო მეტად იგრძნობა.
არ იკითხოთ
ცუდად გახდომა მგზავრობის დროს კითხვამაც შეიძლება გამოიწვიოს. წიგნიდან, ჟურნალიდან ან გაჯეტის ეკრანიდან კითხვა გულისრევას გაგიმძაფრებთ. გადადეთ ისინი გვერდზე და მუცელი მადლობას გეტყვით. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ ყურსასმენებში წიგნის აუდიო ვერსია ჩართოთ და წაკითხვის ნაცვლად, მოუსმინოთ. ასევე, თავი აარიდეთ მისტიკურ და საშინელებათა ჟანრის ნოველებს, რათა ფრენის დროს შფოთვა ხელოვნურად არ გამოიწვიოთ.